გიული ალასანია – ისეთი მდგომარეობაა, რომ რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა ვეძებოთ


ავტორი
Front News საქართველო
ისეთი მდგომარეობაა, რომ რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა ვეძებოთ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განკურნება, შესაძლოა, უცხოური კლინიკებისათვისაც კი რთული ამოცანა აღმოჩნეს.
“წოლითი რეჟიმი აქვს ძირითადად, ყოველთვის როდესაც შევდივარ, სისტემა უდგას და გადასხმებს უკეთებენ. სუსტად არის, როგორც ყოველთვის, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდხანს ეს ვერ გაგრძელდება.
ეს მაინც არ არის მკურნალობა, ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ, რომ გააძლებინონ.
ისეთი მდგომარეობაა, რომ უცხოური კლინიკებისთვისაც რთული ამოცანაა, როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ის იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი დაავადება არ აქვს, რომლის მკურნალობაც საქართველოში არ შეიძლება. გიული ალასანიას თქმით, ეს ისეთი საკითხია, რომელიც ექიმების კომპეტენციაა და ამის შესახებ იურისტებმა არ უნდა ისაუბრონ.
თაგები:
გიული ალასანია