
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მასობრივი შიმშილობის აქციას უკვე 10 ადამიანი გამოეთიშა. ექიმების გადაწყვეტილებით, მათ შეწყვიტეს შიმშილობის პროცესი, ორი მათგანის კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მოშიმშილეთა ნაწილს ქრონიკული დაავადებები აქვს და მათი შიმშილობა საფრთხისშემცველია, ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად კი, ისინი საპროტესტო აქციას არ ეთიშებიან.
მოშიმშილეები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ მოინახულა. მან ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
“ველაპარაკე ყველას, სხვადასხვანაირია მათი ჯანმრთელობს მდგომარეობა, მე აქ შევხვდი ადამიანს, რომელსაც შუნტირება აქვს გაკეთებული, 4 შუნტი აქვს დადებული და არაფრით არ შეიძლება მისი შიმშილობა. ექიმები ეუბნებიან, უკრძალავენ და ფეხს არ იცვლის, კატეგორიულად არ მიდის. აქ სხვებიც არიან მეტ-ნაკლებად ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს, მაგრამ კატეგორიულად არსად არ მიდიან და აგრძელებენ ამ შიმშილობას, ძალიან ვღელავ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი მეშვიდე დღეა, შიმშილობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს