Logo

გიული ალასანია – მე რაც დავინახე ჩემი თვალით, ჩვეულებრივი ჩონჩხია ჩემს თვალწინ

Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, პოლონელი ექიმების ჩამოსვლის თარიღი ჯერჯერობით ისევ უცნობია.

 

“სამწუხაროდ, არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, უკვე 2 კვირაა, ეს ისტორია გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და რაც მთავარია, ექიმები არ არიან. 

 

მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, ჩონჩხია ჩემ თვალწინ. დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. 

 

ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზეც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები