
ავტორი
Front News საქართველო
მივმართავდი, რომ გაუშვან, ვერ გავიგე, რისთვის, რატომ ჰყავთ გამოკეტილი, რომელი დანაშაულისთვის? – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან ძნელია გამოკეტილ მდგომარეობაში ყოფნა.
“მისთვის ძალიან ძნელია ასეთ გამოკეტილ მდგომარეობაში ყოფნა, იმიტომ რომ, რაც მახსოვს, ადამიანი სულ მოძრაობაში იყო. საქართველოში ყოფნისას, გავიგებდი, რომ ხან სვანეთში იყო, მეორე წუთში ვიგებდი, რომ სადღაც შორს იყო. მაშინ ვკითხე, არ იღლები მეთქი და ამაზე მაშინაც მივიღე რისხვა. რას ნიშნავს ვიღლები, მე ძალიან მიყვარს ჩემს სამშობლოში სიარული და ყველაფრის თვალიერებაო. ასეთი დინამიური ცხოვრების შემდეგ ასეთ გამოკეტილ მდგომარეობაშია. ყევლაფერს რომ თავი დაანებო, ფსიქოლოგიურად ალბათ, ძალიან ძნელია“, – განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართვდა, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.
“მივმართავდი, რომ გაუშვან, ვერ გავიგე, რისთვის, რატომ ჰყავთ გამოკეტილი, რომელი დანაშაულისთვის? არცერთი დანაშაული არ არის დანაშაული, გამოგონილია ეს ყველაფერი. ჩემზე კარგად მათ იციან. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? მე რომ მკითხოთ, ეს ადამიანი საერთოდ თავისუფალი უნდა იყოს“, – განაცხადა გიული ალსანიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს