
ავტორი
Front News საქართველო
მხნედ არის, ოპტიმისტურად და მიაჩნია, რომ აქ დროებით არის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ რუსთავის ციხეში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილთნ შევიდნენ ექიმები და მოხდეს მისი გასინჯვა.
“ძალინ დიდი ხანი არ მინახავს, ვილაპარაკეთ სიმპტომებზე, რომელიც აქვს ამჟამად, იგივე სიმპტომები აქვს, ოღონდ გაუარესებული უფრო.
მთავარი თხოვნა ისევ ისაა, რომ ექიმები შეუშვან, ეს აუცილებელია.
მე რომ არ მქონდა მისი ნახვის შესაძლებოლბა, ამას არა უშავს, ექიმებს რომ არ შეუძლიათ მისი ნახვა პრობლემა ესაა.
გასასინჯია, რეალურად ის გასინჯულიც არ ყოფილა წესიერად” , – განაცხადა გიული ალასანიამ.
მისი თქმით, მას არ უნახავს “ვივა მედის” ექიმის გაკეთებული შეფასება, თუმცა აღნიშნა, რომ ექიმის ვიზიტით მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილი იყო.
“თამარ აბაშიძე ყოფილა, ბებიაჩემი იყო თამარ აბაშიძე, კმაყოფილი დარჩა ამ ექიმის გასინჯვით”, – განაცხადა ალასანიამ.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს