
ავტორი
Front News საქართველო
უკაცრავად, მაგრამ “ოცნების” წევრების ნახევარი ყოფილი “ნაციონალები“ არიან. ეჭვი მაქვს, რომ ახლაც აგრძელებენ “ნაციონალობას“. აბა, რას ნიშნავს ასეთი პროპაგანდა? – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ალასანიას თქმით, ექიმები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, სხვადასხვა ქვეყნიდან არიან და მათი „ნაციონალებად“ გამოცხადება არასერიოზულია.
“მხოლოდ ამერიკელები არ არიან, იქ იყო ერთი შვეიცარიელი ექიმი, ბრიტანელი ექიმი, ამათი დასკვნები არის კიდევ დამოუკიდებლად, მათი ხელმოწერით, ეს ყველაფერი იქნება დანართის სახით. კომიკური სიტუაციაა, ყველა ესენი თუ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, ძალიან სასაცილო იქნება.
უკაცრავად, მაგრამ „ოცნების“ წევრების ნახევარი ყოფილი ნაციონალები არიან. ეჭვი მაქვს, რომ ახლაც აგრძელებენ “ნაციონალობას“. აბა, რას ნიშნავს ასეთი პროპაგანდა? უკვე მესამე ვადით არიან და სულ ისმის მათგან „ნაციონალები“ . ასეთი პროპაგანდა “ნაციონალებისთვის“ არავის გაუწევია. როგორც ჩანს, ეს ხალხი ისევ აკუთვნებს თავს ამ “ნაციონალებს“, აბა როგორ ავხსნათ ასეთი ხშირი ხსენება მათგან ამ “ნაციონალების“, უცნაურია.
რა თქმა უნდა, სერიოზული სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ძალიან უფრთხილდებიან თავის რეპუტაციას“, – განაცხადა გიული ალასანიამ
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს