
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დედამ გიული ალასანიამ მოინახულა.
მისი თქმით, სააკაშვილი თავს უკიდურესად სუსტად გრძნობს და გადაადგილება პრაქტიკულად არ შეუძლია.
“ხვალ ახლა უტარდება კიდევ რაღაც მორიგი გამოკვლევა. რთულდება იმ მხრივ, რომ იცით რა, სუსტდება ადამიანი, პრაქტიკულად უკვე ვეღარ დადის, ფერი აქვს საშინელი ჩემი თვალით, ყოველდღე ხდება გაუარესება. არის როგორც ჩანს სხვა მიზეზებიც, რომელიც ალბათ გამოკვლეული არ არის.
რა ვიცი რა ვიფიქრო, საერთოდ რა უნდა ამ ადამიანს ციხეში, დავიწყოთ აქედან, ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა, სახელმწიფო და გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში, რატომ არის დღეს ციხეში”, – აცხადებს გიული ალასანია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს