გიული ალასანია – ქრება ადამიანი თვალწინ, შეუძლებელია ამის ყურება

ავტორი
Front News საქართველო
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც მან კლინიკა “ვივამედში” მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს სავარაუდოდ, ვერ დაესწრება.
“სამწუხაროდ, ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვი. არის სისუსტე, წევს სულ ერთსა და იმავე მდგომარეობაში. ქრება ადამიანი თვალწინ, შეუძლებელია ამის ყურება.
რასაც ვხედავ, ვერ შეძლებს პროცესზე დასწრებას, მისი ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა, თუნდაც დისტანციურად, ამის შესაძლებლობას.
სურვილი ჰქონდა ადრე, არ მგონია, რომ ახლა აქვს, დღეს არ მიკითხვას, გუშინ ვკითხე და ნამდვილად არ იყო განწყობილი, არც გუშინ არც გუშინ წინ. თავსაც კი ვერ აბრუნებს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
თაგები:
გიული ალასანია




