
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე და ზელენსკიმ, რომელიც დღეს არის მსოფლიო ლიდერი, აღიარებული ლიდერია დღეს მსოფლიოში, მიმართა მთელ მსოფლიოს, რომ გადაარჩინონ მისი მოქალაქე.
ეს რეზოლუციები კი ბატონო, მიღებული იქნება ყველანაირი ზომა გარედან და რა ვიცი აქ რა ილუზია აქვთ და რისი იმედი აქვთ, სათითაოდ მისწვდებიან ყველას, ვინც ამ პროცესებში არის ჩართული”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
“მდგომარეობა არის რა თქმა უნდა მძიმე, კალიუმი ძალიან დაბალი, ლეიკოპენია აქვს, მოკლედ ყველაფერი არის, ფაქტობრივად, შიგნით ადამიანს ორგანო აღარ დარჩა ჯანმრთელი”, – აღნიშნა ალასანიამ.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს