Logo

გიული ალასანია – რაღა უნდა დაემართოს, მოწამლულია ადამიანი, სწორედ იმისთვის მოწამლეს, რომ მოკლან

პოლიტიკა
1394
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ, მაგრამ არ მგონია, “ხალხის ძალაში“ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევიან, – ამის შესახებ გიული ალასანიამ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

 

“მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ. ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა ამას ცდილობენ. მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც რაღაც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა.

 

ალბათ, ამ შინაარსის განცხადებას შესაშინებლად აკეთებენ, ყველას ერთად აშინებენ. იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, ალბათ. აბა ახლა, ჩვენ ვართ პატრონები და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია.

 

რაღა უნდა დაემართოს, მოწამლულია ადამიანი. მოწამლული იმისთვის ხომ არ არის, რომ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ სწორედ იმისთვის მოწამლეს, რომ მოკლან“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

 

“ხალხის ძალის“ აზრით, მიხეილ სააკაშვილი “თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს” და “თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები