
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი შვილის კვალიფიკაციით, ეს იყო პოლიტიკური პორნოგრაფია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანია პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკაში გადაღებული ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. ალასანიას თქმით, ამ ფაქტმა საზოგადოების დეგრადაცია დაანახა.
“ჩემი შვილის კვალიფიკაციით, ეს იყო პოლიტიკური პორნოგრაფია. მე სირცხვილის გრძნობა გამიჩნდა, საშინელი დეგრადაცია დავინახე მთლიანად საზოგადოების, სადამდე მივედით, რას დავემსგავსეთ? რას ვაკეთებთ, რა გვინდა? უხერხულია ეს ყველაფერი.
გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების შელახვაა, ბოლოსდაბოლოს, ეს ხომ პრეზიდენტია, მთავარსარდალი? რას გავს ეს ყველაფერი, რა მიზანს ისახავს, რისი მომცემი იყო?“, – განაცხადა ალასანიამ.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს