გიული ალასანია – საშინელია მისი მდგომარეობა, ამაზე უარესი არის სიკვდილი


ავტორი
Front News საქართველო
ვიღაცამ სტრასბურგში თქვა, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო და ნადვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა “ვივამედთან“ განუცხადა.
“საშინელია მისი მდგომარეობა, ამაზე უარესი არის სიკვდილი. ვიღაცამ სტრასბურგში თქვა, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო და ნადვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი. გული გაგიჩერდება. მიკვირს, როგორ უძლებს. არ ვიცი, როდემდე რას გაძლებს.
პოლონელ ექიმებზე არავითარი ინფორმაცია მე არ მაქვს. მე არ მაქვს კონტაქტი ამ ხალხთან. ვხედავთ, რომ ვერ ჩამოდიან, ფაქტია. ელოდებიან მთელი თავისი აღჭურვილობით, მანქანით, რომელშიც ყველაფერია იმისთვის, რომ გაისინჯოს ადამიანი და დაწერონ თავიანთი დასკვნა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან. არ აძლევენ აქედან ნებართვას. რა უნდა უშლიდეს ხელს ჩამოსვლას. ხელისუფლება მაგათ ხელშია, მისცენ ნებართვა, მით უმეტეს, რომ 27 ქვეყანა მიმართავდა ამ თხოვნით“, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მომდევნო კვირაში გაიგზავნება.
“სტრასბურგში სარჩელი ამ კვირაში აუცილებლად გაიგზავნება. ჩემი სურვილი ასეთია და დაველაპარაკები, რომ ასე მოხდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
თაგები:
გიული ალასანია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს