გიული ალასანია – სრულიად მისი განკურნება ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ თუ დარჩა რაიმეს რესურსი, იქნებ აღადგინონ, ამაზეა საუბარი


ავტორი
Front News საქართველო
მდგომარეობა ჯერჯერობით უარესობისკენაა, ისევ ისეთი მდგომარეობაა, დაბალი სიცხით იწყება დილა, დაბალი წნევა და სისუსტე აქვს, თავს ძალას ატანს, მეც ვაძალებ და შეიძლება, ერთი-ორი ლუკმა შეჭამოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სწრაფად მოხდეს.
“ტოქსიკოლოგის დასკვნაში წერია, რომ თუ კიდევ რამე ეშველება, სრულიად მისი განკურნება ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ თუ დარჩა რაიმეს რესურსი, იქნებ აღადგინონ, ამაზეა საუბარი. ეს შანსიც თუ აღარ შეგვრჩა, მაშინ არ ვიცი. ფაქტია და ყველა ამბობს, რომ საჭიროა მისი გადაყვანა. ასეთი გამოცდილება არ არის საქართველოში. ამის გამო ვითხოვთ გადაყვანას, თორემ ჩვენი აკვიატება კი არ არის უცხოეთში მკურნალობა. სასამართლო რას იზამს, არ ვიცი. იმედი მაქვს, პროცესი გაიმართება და ამას ველოდები“, – განაცხადა ალასანიამ.
თაგები:
გიული ალასანია

დავით ზედელაშვილი – რეჟიმი თუ არ ჩამოიშალა და დიქტატორმა არ დაკარგა სისტემის მართვის რესურსი, სხვა გამოსავალს ამ პოლიტიკური კრიზისიდან ვერ ვხედავ

ზურაბ ჩხაიძე – ვერ იკვებება თუ არ იკვებება, ეს “არ“ შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ძირითად დაავადებასთან და ამაზეა საუბარი

გიული ალასანია – იმედი გამიჩნდა, რომ ამის შემდეგ იქნებ მოხერხდეს მისი გადარჩენა