
ავტორი
Front News საქართველო
ველოდები ობიექტურ დასკვნას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ უცხოელი ექსპერტების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზაზე განაცხადა.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ წარმართულ ექსპერტიზას, გიული ალასანია აცხადებს, რომ მასზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია.
“ველოდები ობიექტურ დასკვნებს, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ, გასინჯეს, მოინახულეს, დაელაპარაკნენ, შთაბეჭდილება შეექმნათ, იმედია.
გარდა ამისა, მონაცემები აქედან ჰქონდათ გაგზავნილი უკვე, ასე რომ, მე ველოდები ობიექტურ დასკვნას.
რაც შეეხება აქაურ ექსპერტებს, ჯერჯერობით მათზე ვერაფერს ვიტყვი, ვერც კარგს, ვერც ცუდს. რასაც ვხედავ წევს ადამიანი და საერთოდ ვეღარ მოძრაობს, იმ ინციდენტის შემდეგ საერთოდ ვეღარ ადგა და ვეღარ ჭამს აბსოლუტურად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს