
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი, ახველებს, ახლა მაგალითად, ძალიან ისეთი სიხშირით ახველებდა. საერთოდ იმ დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელსაც ვერ ახლებენ ხელს იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, შეიძლება ვერ გადაიტანოს.
ჩამონათვალი აქვს სამხარაულს რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და მაშინ რაზე მოდის? მძიმე მეტალებზეა აქ ლაპარაკი.
სასამართლო უნდა ჩაინიშნოს ზედიზედ და დღეში 2-ჯერ უნდა ჩაინიშნოს მე რომ მკითხოთ. მით უმეტეს, რომ ის ტოქსიკოლოგი არის კალიფორნიიდან და 12-საათიანი განსხვავებაა ჩვენს შორის. ის ადამიანი ვერ გაათენებს და 12 წლის ბიჭის არ არის. წინა პროცესზე ღამის 2 საათამდე იჯდა, იჯდა და პერსპექტივაშიც არ ჩანდა, რომ მას ვინმე ჩართავდა. რაც შეეხება ევროსასამართლოს, ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა დაიძრას ეს საქმეც, როგორც გადაუდებელი შემთხვევა”,- აცხადებს გიული ალასანია.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს