
ავტორი
Front News საქართველო
ვერ ვცნობ ჩემს შვილს, ეს უბრალოდ სხვა ადამიანია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.
“საშინელი სისუსტეა, ფერი საერთოდ არ აქვს ადამიანს, ვერ ვცნობ ჩემს შვილს, ეს უბრალოდ სხვა ადამიანია. გამოფიტული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
ნევროპათოლოგის აზრით, გაუარესებულია მდგომარეობა, იმასთან შედარებით რაც ადრე ნახა მან.
გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში, მე ისევ იმ აზრზე ვარ, პირველი დღიდან მაგას ვამბობ, პოლონეთი ითხოვს უბრალოდ, სხვა ქვეყნებიდანაც არის შემოთავაზება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს, ამ დრომდე უცნობია მისთვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს