
ავტორი
Front News საქართველო
მეც ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ბევრს არ სჯერა, რომ საერთოდ ავად არის. აი, ხომ ამდენი დიაგნოზი დაიწერა, ითქვა, მაინც არ იჯერებენ, არ ვიცი ვინ უნდა თქვას და რა უნდა დაწეროს ბოლოს და ბოლოს, რომ დაიჯერონ.
ბევრს არ წარმოუდგენია, რომ სააკაშვილი, რომელიც ასეთი ენერგიული იყო ყოველთვის და ყოვლის შემძლე, უცებ არის ავად. ვერ წარმოუდგენიათ. მეც ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს რასაც ამბობს, ამბობს იმას, რასაც გრძნობს. ნამდვილად ასეა განწყობილი, რომ არ აპირებს”, – განაცხადა ალასანიამ “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს