
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, ადამიანი იზოლირებულია და თვითონ ვერ გადაყლაპავდა ამას, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
ალასანია შეცდომას გამორიცხავს, რადგან ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა უცხოელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.
“ვერცხლისწყალი და სხვა ნივთიერებები არის აღმოჩენილი მის ორგანიზმში. ჩამოთვლილია დაავადებები, თუ რას იწვევს ეს, მათ შორის დემენციას, რომელიც მძიმე დაავადებაა.
უცნობია, როგორ მოხვდა ეს ნივთიერება ორგანიზმში, მხოლოდ ხელოვნურად თუ მოხვდებოდა, რადგან ადამიანი იზოლირებულია და თვითონ ვერ გადაყლაპავდა ამას.
რა თქმა უნდა, ინტოქსიკაციაა, ესეც იძლევა საფუძველს ადამიანის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ალასანიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს