Logo

გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წყალტუბოს "ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვალიერეს

რეგიონები
93
Frontnews image description

პარლამენტში სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის დელეგატმა გივი ჭიჭინაძემ, მერის მოადგილემ გია კვასტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნესტორ აფხაძემ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ა(ა)ი.პ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის "ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვალიერეს და შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა შემაჯამებელი ნამუშევრები.

წყალტუბოს სამხატვრო სკოლა, მრავალი წელია, ნიჭიერი მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის აქტიურად მუშაობს. სკოლას ავთანდილ ჯიბუტი ხელმძღვანელობს. სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები