გივი მიქანაძე 20-21 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 20-21 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ცოდნის საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა "ეროვნული ქმედებები გლობალური გამოწვევების საპასუხოდ“.
"გივი მიქანაძე ერევანში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან და პარლამენტის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანთან.
მინისტრი ასევე ეწვევა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც რექტორსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაძლიერება და ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის გაფართოება წარმოადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა