
ავტორი
Front News საქართველო
სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე. ეს მსოფლიო პრაქტიკით არის დადგენილი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული.
"რეფორმა ჩვენ სასკოლო ფორმებითა და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტით დავიწყეთ - 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ სკოლებში. სახელმძღვანელოები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხისაა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის წარმოუდგენლად დიდი სამუშაოები ჩატარდა.
მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური საშუალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სასწავლო პროცესზე. ამის გარდა, გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული.
აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მხოლოდ ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, - განაცხადა მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს