გივი მიქანაძე არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული კომპანია Cintara Education-ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს ჩაგრი ბაღჩიოღლუსა და ამავე კომპანიის სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებით გლობალურ მმართველ დირექტორს ფრანცისკო გუტიერასს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო სტუდენტების მობილობის საკითხები განიხილეს.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა მხარეებს შორის საერთაშორისო პარტნიორობის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობას, საუკეთესო მსოფლიო გამოცდილებებსა და ხედვებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერებისთვის.
სტუმრებმა მინისტრს არიზონას უნივერსიტეტის მიმდინარე პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან უკვე არსებული კავშირების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლების თქმით, არიზონას უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არაერთ ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აქვს გაფორმებული. ამასთან, აღნიშნეს, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები მასწავლებელთა მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.
არიზონას სახელმწიფო უნივერისტეტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ბოლო წლებში უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და აღნიშნეს, რომ ეს ქმნის კარგ შესაძლებლობებს როგორც საერთაშორისო სტუდენტთა მობილობისთვის, ასევე არაერთი პროექტის განსახორციელებლად.
თავის მხრივ, გივი მიქანაძემ არიზონას უნივერისტეტის წარმომადგენლებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით სრული მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებებში, ნათია ზედგინიძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს