Logo

გივი მიქანაძე - ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუძვლად ბაზრის კვლევის შედეგები დაედება

პოლიტიკა
233
Frontnews image description

"უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუძვლად ბაზრის კვლევის შედეგები დაედება“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, კონცეფციის დოკუმენტის განხილვის პროცესში მიზნობრივი ჯგუფები აქტიურად იქნებიან ჩართული და მათთან შეხვედრები გაგრძელდება.

"კონცეფცია, არსებული პრობლემების დაძლევის მიზნით, სწორ მიმართულებებსა და გზებს გვთავაზობს. ამას უკვე ნათლად ხედავენ პროცესში ჩართული მხარეებიც. გუშინ პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა და მათი ჩართულობით დეტალურად განვიხილეთ კონცეფციის დოკუმენტი. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა ცალსახად დააფიქსირეს პოზიცია, რომ განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც კონცეფციაში არის ასახული, რეალურია და მათი დაძლევისთვის ინტენსიური მუშაობაა საჭირო.

ჩვენ ვაგრძელებთ დოკუმენტის განხილვის მიზნით შეხვედრებს, დღეს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ასობით და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმებას, დეტალურად განვიხილეთ უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია“, – განაცხადა მიქანაძემ.

Advertisement