
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო მეუფე სპირიდონმა.
"ეს უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა, რომელსაც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მთიანი აჭარის განვითარებაში.
მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ ცოდნის გავრცელებას, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს - პასუხისმგებლობიანი და მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქეების აღზრდას ემსახურება, რაც ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე, აკადემიურ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება.
უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმთავრესი საგანმანათლებლო კერაა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
თაგები:
შუახევი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს