Logo

გივი მიქანაძე - ეს არის მიზანმიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ორკესტრირებული კამპანია

პოლიტიკა
290
Frontnews image description

ეს არის მიზანმიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ორკესტრირებული კამპანია - ძალებმა, რომლებსაც სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, კარად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ვერ აღწევენ საწადელს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საერთო ჯამში, ოპოზიციონერი დეპუტატების და არასამთავრობო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების ქმედებები ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ორკესტრირებული კამპანიაა.

"საერთო ჯამში, ეს არის მიზანმიმართული, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ორკესტრირებული კამპანია. ამ კონკრეტულმა ძალებმა, რომლებსაც სურთ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ძალიან კარად იციან, რომ ლეგიტიმური გზით ვერ აღწევენ საწადელს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შექმნან არასწორი განწყობები, არასწორი განცდები და ქვეყნის იმიჯი დააზიანონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამის საფუძველზე, მათ უნდათ, რომ გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ. რა თქმა უნდა, კოორდინირებულად მოქმედებენ იმ ძალებთან, რომლებიც უშუალოდ კავშირში არიან, მართავენ მათ და მათი ინსტრუქციებით მოქმედებენ.  შესაბამისად, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ინფორმაცია ისედაც ჰქონდა საზოგადოებას, უბრალოდ, დღეს მომეცა საშუალება, უფრო დეტალურად განმეხილა ეს საკითხი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები