გივი მიქანაძე გიორგი სოსიაშვილის წიგნის – "რჩეული მოთხრობების" პრეზენტაციას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის პროზაული კრებულის – "რჩეული მოთხრობების" პრეზენტაციას დაესწრო.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და თანამედროვე ლიტერატურის განვითარების საქმეში, გიორგი სოსიაშვილის წვლილზე ისაუბრა.
პროზაული კრებული აერთიანებს 11 მოთხრობას და მწერალთა სახლის საგამომცემლო კონკურსში გამარჯვებული გამომცემლობის, "მერიდიანის" მიერ გამოიცა.
წიგნის პრეზენტაციას, რომელიც მწერალთა სახლში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს