გივი მიქანაძე - გვსურს გამოვხატოთ სითბო, გამორჩეული დამოკიდებულება და პატივისცემა ჩვენი მასწავლებლების მიმართ

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
"კიდევ ერთხელ გვსურს, გამოვხატოთ უდიდესი სითბო, გამორჩეული დამოკიდებულება და პატივისცემა ჩვენი ძვირფასი მასწავლებლების მიმართ. ეს ღონისძიებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
წელს გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული ფორმით და კიდევ უფრო ფართო მასშტაბით მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა, რაც 63 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქს მოიცავს. დასკვნითი დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ხოლო ეს ეტაპი – ადგილობრივ დონეზე ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გახლავთ მზადება ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის.
რეგიონებში გამართულ ღონისძიებებს უდიდესი ხალისი, დადებითი ემოციური ფონი და პოზიტიური დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმას, რომ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ძალიან ნიჭიერი და შესაძლებლობებით სავსე მოსწავლეები, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის მართავენ კონცერტებს და თავიანთი მასწავლებლების მიმართ მადლიერებას, სიყვარულსა და პატივისცემას ასე გამოხატავენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.
თაგები:
გივი მიქანაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


