Logo

გივი მიქანაძე ხულოში კოლეჯ "ახალი ტალღის" თანამშრომლებს შეხვდა

რეგიონები
52
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტში კოლეჯ „ახალი ტალღის" ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრს ხულოს ფილიალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მიაწოდა.

გივი მიქანაძემ შეხვედრისას პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო პროფესიული კოლეჯების მხარდასაჭერად და განსავითარებლად განახორციელებს.

ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების პროგრამების შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობაზე, ასევე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კერძო კომპანიებთან პარტნიორობის გაძლიერებაზე.

კოლეჯ "ახალი ტალღის" ხულოს ფილიალი 100 სტუდენტზეა გათვლილი. ამ ეტაპისათვის  კოლეჯში ხორციელდება ხუთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ელექტრობა, მეფუტკრეობა, სატყეო საქმე, სასტუმრო მომსახურება, ვეტერინარია.

კოლეჯი სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ინვენტარით.

კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები