გივი მიქანაძე - ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
2025 წლის გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო.
მან საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.
"ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ჩართული მხარე მობილიზებულია და უზრუნველყოფილია ისეთი გარემო, სადაც გამოცდაზე მისულ თითოეულ აბიტურიენტს თუ პედაგოგს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და პოტენციალი გამოავლინოს.
ეს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოცდაზე მოსული თითოეული აბიტურიენტი და პედაგოგი წავახალისოთ, გავამხნეოთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ.
აბიტურიენტების, პედაგოგებისა და ყველა გამოსაცდელის წარმატება თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. საბოლოოდ, ეს ჩვენი ქვეყნის პროგრესზე, დინამიკასა და წინსვლაზე აისახება. სწორედ ამიტომ, საგამოცდო პროცესის მშვიდ გარემოში გამართულად მიმდინარეობაზე, ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ", - განაცხადა მიქანაძემ.
15 ივლისს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ. გამოცდები ასევე ტარდება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვისაც.
გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. პროცესი ყველგან შეუფერხებლად მიმდინარეობს.
გამოსაცდელებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები ემსახურება. წელს გამოცდებზე დარეგისტრირებულია 80 000-მდე გამოსაცდელი.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს