გივი მიქანაძე მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან ერთად, 40-ზე მეტ მეცნიერს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადასცა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა საერთაშორისო მეცნიერების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოში მეცნიერების განვითარების პროცესში აკადემიის როლზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მეცნიერება სახელმწიფოს პროგრესის საძირკველს წარმოადგენს და სამინისტრო მეცნიერთა მხარდაჭერას, ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, კვლევითი პროექტებისა და ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.
მეცნიერების საერთაშორისო დღეს აკადემიაში მეცნიერების მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
გივი მიქანაძე




