გივი მიქანაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. მისი თქმით, არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტის განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.
შეხვედრის ფარგლებში, გივი მიქანაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მიმდინარე მსხვილი პროექტების - „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ და "ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q” მიმდინარეობა განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების მიმართულებით სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებულ უმაღლესი განათლების კონცეფციის მნიშვნელობას, რომლის მიზანია შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება.
შეხვედრის დასასრულს, როლანდ პრაისმა საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს