
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თექინთან და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ეწვევა ანკარისა და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტებს, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
გივი მიქანაძე ასევე ესტუმრება ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმს.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს