გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 24-26 ივლისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბაქოში დაგეგმილია გივი მიქანაძის პირისპირ შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ემინ ამურლაევთან.
ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველო-აზერბაიჯანის ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ქალაქ ყუბას ოლიმპიურ-სპორტულ კომპლექსში, ყუბის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ ილგარ მაჰმუდოვთან ერთად, გივი მიქანაძე ქართულ-აზერბაიჯანული ბანაკის ახალგაზრდებს შეხვდება.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს