გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით მალტის რესპუბლიკას ეწვევა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 9-10 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მალტის რესპუბლიკას ეწვევა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა მე-10 კონფერენციაში, რომელიც ვალეტაში გაიმართება.
კონფერენციის მთავარი თემებია - ახალგაზრდულ პოლიტიკაში მიღწეული შედეგები; ახალგაზრდული პოლიტიკის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა.
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ დასკვნით დეკლარაციას - „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის: ახალგაზრდული პერსპექტივები მოქმედებაში“, რაც ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
თაგები:
გივი მიქანაძე




