გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, 11-12 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრ კონგრატბაი შარიპოვთან, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მინისტრ ეზაზხონ კარიმოვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან.
შეხვედრების მთავარი თემა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება იქნება.
გივი მიქანაძე უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს