Logo

გივი მიქანაძე საჩხერეში კოლეჯ "სპექტრის" ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა

რეგიონები
135
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ "სპექტრის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და პერსონალს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრს ბაჯითის ფილიალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კოლეჯ "სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ მიაწოდა.

გივი მიქანაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას რეფორმების განხორციელების პროცესში და აღნიშნა, რომ სამინისტრო კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

საუბარი შეეხო შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული პროგრამების განვითარებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შეთავაზებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს ზრდის.

კოლეჯი "სპექტრი“ პროფესიული სასწავლებელია, რომელიც პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ განათლებას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში მდებარე „სპექტრის" ფილიალი ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით - შედუღება, ელექტრორკალური შედუღება, ელექტრობა, ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები