
ავტორი
Front News საქართველო
მმართველი გუნდის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. შედეგად, საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სწავლის ყველა საფეხური უფასოა - საბავშვო ბაღები, სკოლები, კოლეჯები. ახლა კი უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ხდება უფასო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თუ აქვს სურვილი, აქვს მიზანი, აქვს მოტივაცია, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ მას ხელს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, აბიტურიენტების უმეტესობას არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტზე აქვს გაკეთებული.
"მაშინ როდესაც 64 უნივერსიტეტიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება - 79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა, ხოლო 20%-ზე მეტი კერძო უნივერსიტეტს ირჩევს. უკვე ამ სტატისტიკით ჩანს ახალგაზრდების დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა იყვნენ ორიენტირებულნი მოქალაქეების ინტერესებზე და ემსახურებოდნენ ქართული საზოგადოების საჭიროებებს.
"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეები. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შესაბამისად თანხების განკარგვა, უდიდეს წილად, უნდა ხდებოდეს სწორედ მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ახლად მიღებულ კონტინგენტზე უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა რაოდენობა მისაღები კვოტის 5%-ზე მეტი ვერ იქნება. ჩვენ ვიცავთ იმ სტანდარტებს, რომელიც ბოლონიის პროცესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი ძირითადი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური, ყველაფერი პირველ რიგში უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, - განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძემ აბიტურიენტებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების არჩევის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების კონტექსტში, პროფესიული მიმართულება 6000-ზე მეტმა ახალგაზრდამ აირჩია. მისი თქმით, აბიტურიენტები, რომლებიც მინიმალურ ბარიერს გადალახავენ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ საკმარის ქულებს ვერ დააგროვებენ იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხონ, ისინი ავტომატურად, დამატებითი გამოცდების გარეშე, ჩაირიცხებიან მათ მიერ არჩეულ ერთ-ერთ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს