
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობერტ გერშნერთან შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.
გივი მიქანაძემ ავსტრიის ელჩს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ერთობლივ ახალგაზრდულ ინიციატივაზე, რომელიც ქართველი და ავსტრიელი ახალგაზრდებისთვის ორკვირიანი საზაფხულო ბანაკების ორგანიზებას ითვალისწინებს, როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიაში.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს