Logo

გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდა

პოლიტიკა
181
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაზე და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით კოლეჯების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას გულისხმობს, კერძო ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია. ამ მიმართულებით, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო აგრძელებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა შემუშავდეს კიდევ უფრო ეფექტიანი პარტნიორობის მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა აქტუალური საკითხები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

კოლეჯ “აისში” გამართულ შეხვედრას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ესწრებოდა.

 

Advertisement