გივი მიქანაძე - სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორთა 99%-მა დააფიქსირა პოზიცია, რომ უმაღლესი განათლების აღნიშნული რეფორმა არის მნიშვნელოვანი და საჭირო

ავტორი
Front News საქართველო
"უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორთა 99%-მა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, საჭირო რეფორმა და მისი განხორციელება აუცილებელია. უნივერსიტეტების რექტორების მსგავსად, რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულობის სრული მზაობა გამოთქვეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმაც", - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კონცეფციის საზოგადოებისთვის წარდგენის დღიდან დოკუმენტი საჯაროდ არის გამოქვეყნებული და მასზე ხელი ყველა დაინტერესებულ პირს მიუწვდება.
"დოკუმენტის გასაჯაროებასთან ერთად, ჩვენ გავმართეთ შეხვედრები სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, სადაც სამ საათზე მეტი დროის განმავლობაში დეტალურად განვიხილავდით კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულ შეხვედრაზე რექტორთა ყველა შეკითხვას გაეცა არგუმენტირებული პასუხი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან რეფორმის განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას ცვლილებების პაკეტი პარლამენტს წარედგინება.
"შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე, ეროვნული გამოცდების კონტექსტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კონცეფციის დოკუმენტის საფუძველზე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების პირველი ეტაპი განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ, კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
მიმდინარე კვირას, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, დაჩქარებული წესით განხილვისა და დამტკიცების მიზნით, ცვლილებების პაკეტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც თავის მხრივ მომავალ სასესიო კვირას აღნიშნულ ცვლილებებს განიხილავს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


