Logo

გივი მიქანაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

რეგიონები
142
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივები მათთან ერთად განიხილა.

საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მათ შორის: სასკოლო ფორმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას, პირველკლასელთა რეგისტრაციას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, ფოთის, სენაკისა და ხობის დელეგატი გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები