Logo

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

პოლიტიკა
31
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა.

გივი მიქანაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის ჰუაი ძინფენგის მოწვევით, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პეკინში გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ღონისძიების ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაზე, დანერგილ სიახლეებსა და სკოლებში ჩინური ენის სწავლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს.

ვიზიტისას მინისტრი ასევე ესტუმრება ნანძინგის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტს, შენჭენის პროფესიულ და ტექნიკურ სკოლასა და კომპანია Huawei-ის ცენტრალურ ოფისს, სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს განიხილავს.

გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძესთან ერთად გაემგზავრა.

Advertisement