
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში – „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“ (Transforming Education Summit), რომელიც UNESCO-ს სათავო ოფისში ჩატარდება.
პარიზში ყოფნისას გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს UNESCO-ს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან და განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენთან.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს