Logo

გივი მიქანაძე საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო-საწვრთნელ ინფრასტრუქტურას გაეცნო

პოლიტიკა
352
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია, სადაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ უმასპინძლა და მათ საზღვაო სასწავლებლის მიღწეული შედეგები და სამომავლო პროექტები გააცნო.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივები განიხილეს.

საზღვაო აკადემიაში ვიზიტისას სტუმრებმა საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას აძლევს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები