გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
გივი მიქანაძემ ენეს ბუჰიჩს ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობა და ის ინიციატივები გააცნო, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის ხორციელდება.
"ყურადღება გამახვილდა სერბეთის ახალგაზრდობის პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდება, რაც პარტნიორობას კიდევ უფრო ეფექტიანს და შედეგებზე ორიენტირებულს გახდის. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები, სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვის მიზნით, შეხვედრებს რეგულარულად გამართავენ.
საუბარი შეეხო ქართველი და სერბი ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებას საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის ფორმატში.
მხარეებმა შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სრული მზაობა გამოთქვეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე




