Logo

გივი მიქანაძე - შეუფასებელია ილია მეორეს ღვაწლი ქართველი ერის ერთობაში

პოლიტიკა
196
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 48 წელს ულოცავს.

"მის უწმინდესობას გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 48 წელს! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II

ათწლეულებია ქვეყანაში სიბრძნის და მშვიდობის საყრდენს წარმოადგენს. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქართველი ერის ერთიანობაში, ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში.

ჩვენს სულიერ წინამძღოლს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოს საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მილოცვაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები