გივი მიქანაძე ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლას ესტუმრა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლას ეწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, არაფორმალური განათლების მიმართულებით მიმდინარე აქტივობებს გაეცნო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.
გივი მიქანაძის თქმით, ვეკუას სკოლა ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია, რომელმაც საქართველოს ფიზიკისა და მათემატიკის დარგში მრავალი პროფესიონალი აღუზარდა და ამ ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს. მინისტრის განცხადებით, სკოლის ინფრასტრუქტურული განვითარება სამინისტროს პრიორიტეტია.
ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს გამომგონებელთა კლუბი, რომელიც მოიცავს: რობოტექნიკის, STEAM-ის, "კრიტიკული აზროვნების‘‘ კლუბებს და სხვა. სასწავლებლის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს შაბათის სკოლა და TV კლუბი, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემებზე გადაცემებს ამზადებენ.
თაგები:
გივი მიქანაძე




