Logo

გივი მიქანაძემ ბოლო ზარის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

Frontnews image description

პირველ ექსპერიმენტულ და თბილისის 127-ე საჯარო სკოლებში ბოლო ზარის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა, სადაც მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სამახსოვრო წარწერები დაუტოვა და ცხოვრების მომდევნო ეტაპზე მათ წარმატებები უსურვა.

20 მაისს საქართველოს სკოლებში სწავლას 42 738 მეთორმეტე კლასელი ასრულებს.

საქართველოში სკოლის დამთავრების ბოლო ზარით აღნიშვნის ტრადიცია უკვე წლებია, არსებობს. ამასთან დაკავშირებით, 20 მაისს სკოლები ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვან, შემოქმედებით და სახალისო აქტივობებს აწყობენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები