გივი მიქანაძემ ბრაზილიის ელჩთან შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კარლოს რიკარდო მარტინს სელიასთან შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.
გივი მიქანაძემ ბრაზილიის ელჩს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების მიმართულებით კავშირების გაღრმავებასა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის მზაობა გამოხატეს.
თაგები:
გივი მიქანაძე




