Logo

გივი მიქანაძემ ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პოლიტიკა
92
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ ღვაწლზე ისაუბრეს.

კონფერენცია - „ქართული მეცნიერული ფარმაცია: წარსული და აწმყო“ - თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა.

საერთაშორისო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება მოიცავს პლენარულ ლექციებს და პრეზენტაციებს. კონფერენციის თემებია: ფარმაკოგნოზია, ფარმაკობოტანიკა, ბიოაქტიური შენაერთების სინთეზი, AI ფარმაციასა და მედიცინაში, კლინიკური ფარმაცია, ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია, ფარმაცევტული და სამედიცინო ქიმია, ფარმაცევტული ანალიზი და სტანდარტიზაცია, ფარმაცევტული ტექნოლოგია და წამლის შემუშავება, მენეჯმენტი და მარკეტინგი.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მულტიდისციპლინური ჯგუფის შეკრება. ქართველი და უცხოელი მეცნიერები განიხილავენ და ერთმანეთს უზიარებენ თანამედროვე ფარმაცევტული მეცნიერების  უახლეს მიღწევებს.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი, ბელგიელი, თურქი, ბერძენი და სომეხი მეცნიერები.

კონფერენციას ესწრებიან თსსუ-ის და იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი, ფარმაციის სპეციალისტები, სამკურნალო და სინთეზური ქიმიის ექსპერტები, ანალიტიკოსები, ფარმაკოლოგები, ასევე წამლების კვლევასა და შემუშავებაზე  მომუშავე მეცნიერები.

ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მიშელ ფრედრიშს, ლიეჟის უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები